понедельник, 25 ноября 2019 г.

ღონისძიება,,რას ჰქვიან თავისუფლება"


 სსიპ ბ.კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო  სკოლის   საზოგადოებრივ  მეცნიერებათა  კათედრაზე  2019–2020  სასწავლო   წელს  დაიგეგმა  სასკოლო  ღონისძიება  ,,რას ჰქვიან თავისუფლება“


                                             ღონისძიების  სამოქმედო  გეგმა
თემა:  „რას ჰქვიან თავისუფლება“
საგანი: სამოქალაქო განათლება
კლასი:  X-კლასი
მასწავლებელი:  მ.გაგუა
                            
ღონისძიების მიზანი:
სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით მოსწავლეები შეძლებენ:
1.საქართველოს წარსულში თანმიმდევრულად თავისუფლების უფლების გადმოცემას,დროსა და სივრცეში ორიენტირებას.
2.განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.

                                                       I შეხვედრა

ორგანიზაციული საკითხები:
·         შეხვედრა  მოსწავლეებთან
·         სასკოლო  ღონისძიების  თემისა  და  იდეის  გაცნობა.


                                          II შეხვედრა

·          საჭირო  ლიტერატურის  მითითება
·         ლექსების ,ნაწარმოებების მოძიება, მიძღვნილი თავისუფლებაზე



                                       III  შეხვედრა

·         მოძიებული  ინფორმაციის  განხილვა, დახარისხება.
·          რჩევების მიცემა  ინდივიდუალურად, რათა   შეძლონ  მასალის  თანმიმდევრულად  და  გააზრებულად  გადმოცემა


                              IV შეხვედრა

·         თემის  ინდივიდუალურად  წარდგენა  და მითითებების   მიცემა
·         შეჯამება,  შეფასება.
·         ღონისძიების პრეზენტაცია.
                                    



                                                რეფლექსია

მოსწავლეებში აქტუალურია დღეისდღეობით თავისუფლების და თანასწორობის ცნება. წარმოიშვა იდეა სასკოლო  ღონისძიების  შესახებ . ვესაუბრე  X- კლასის მოსწავლეებს,რომ გაგვეკეთებინა სასკოლო ღონისძიება თემაზე,,რას ჰქვია თავისუფლება“  მათ   მონაწილეობის  დიდი  სურვილი  გამოთქვეს,  ჩემი დახმარებით  მოიძიეს შესაბამისი მასალები,  შევთანხმდით  შეხვედრის  დროზე,  ყოველი  კვირის  სამშაბათს   გაკვეთილების შემდეგ. შევადგინეთ  სამოქმედო  გეგმა,  მოსამზადებელი   დრო  განვსაზღვრე  1-ლი ოქტომბერიდან 7-ნოემბრის ჩათვლით.
  სასკოლო ღონისძიებაში  კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული,  ამ ღონისძიებამ  გამოამჟღავნა  მოსწავლეთა  შემოქმედებითობა, კრიტიკული  აზროვნება, ინფორმაციის მოძიების  და დახარისხების უნარი. გავაფორმეთ მუსიკალურად. გვქონდა სუსტი  მხარეც,ვერ მოვახერხე ღონისძიების გაფორმება   ილუსტრაციებით.
               მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენები.მთელ ღონისძიებას ამშვენებდა ვაჟა ფშაველას ლექსები, მისი შემოქმედება ხომ თავიდან ბოლომდე თავისუფლებაზეა,.მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს,რომ თავისუფალი ნება,ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და სურვილი,თავისუფლებისკენ ლტოლვა ძველი და ახალი თაობების   ერთ-ერთი ძირითადი ხაზია,მოიყვანეს მაგალითები.განსაკუთრებით მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს დათო ტურაშვილის ნაწარმოებს ,,ჯინსების თაობა“-1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა...თავისუფლების მაძიებელი ახალგაზრდების ტრაგიკული ამბები,ტოტალიტარიზმი,ჯინსები,ტრაგიკული დასასრული...
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს ჯემალ ქარჩხაძის  ,იგი“, გ. რობაქიძის ,,ადამიანის სული“ და სხვა.
ღონისძიებამ მოსწავლეების შემოქმედებითი უნარი კარგად წარმოაჩინა ასევე კრიტიკული და თანამშრომლობითი  აზროვნების უნარები პრეზენტაციის სახით   და  შესაბამის ეპოქას მიუძღვნეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:  საზოგადოებრივი  მეცნიერებათა კათედრის   წევრები:          თ.ჩაგელიშვილი,გ.ტიელიძე,ე.გიუნაშვილი,ი.გიგუაშვილი   და   დირექტორი გეგელაშვილი.  პედაგოგები:დ.გიუნაშვილი,ხ.ბერიძე,  ასევე მე-10 კლასის მოსწავლეთა მშობლები, მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისათვის და დააჯილდოეს სიგელებით.
სასკოლო  ღონისძიებამ  მოსწავლეებზე  დიდი  შთაბეჭდილება  მოახდინა, ანალოგიური სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას და  უყალიბებს მათ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რაც ასე საჭიროა აქტიური მოქალაქის აღზრდისათვის.
მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე ,რომ თავისუფლება ადამიანის ხვედრია,რადგან მხოლოდ ადამიანს გააჩნია სპეციფიკური უნარი-ნება.თავისუფლების მტერია ის ადამიანი,ვისაც არ უყვარს თავისი თავი.

ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ პირად ბლოგზე:


    სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:                                              /მერი გაგუა/







Комментариев нет:

Отправить комментарий