გაკვეთილის ავტორი |
მერი
გაგუა |
გაკვეთილის თემა |
ბულინგი
|
სწავლების საფეხური/საგანი: |
საშუალო. X კლასი. სამოქალაქო განათლება |
მოსწავლეთა რაოდენობა |
13 მოსწავლე
|
აქტივობების მიზნები(გაკვეთილის) |
მოსწავლეები გაეცნობიან „ბულინგის“ ცნებას, ბულინგის ტიპებს, გააცნობიერებენ ქცევის ძალადობრივ ფორმებს და
გაიაზრებენ საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას ბულინგის თავიდან აცილებასა და
შემცირებაში.
|
მისაღწევი შედეგები,
ინდიკატორები (საგნობრივი სტანდარტი) |
მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და
შესაძლებლობები.
მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად
თანამშრომლობა.
მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და
თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები
|
თანმიმდევრობა და დრო საკლასო მენეჯმენტი |
აქტივობა I.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის
თემასა და მიზნებს, ასევე შეფასების კრიტერიუმებს (2 წთ)
აქტივობა II.
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას „ბულინგი“
და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ, რა ასოციაციას იწვევს ეს სიტყვა
მათში. (ასოციაციური რუკა) (3 წთ)
აქტივობა III.მინი-ლექცია. (7 წთ)
მასწავლებელი
მოსწავლეებს ესაუბრება ბულინგის შესახებ, იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ
საკითხის იგნორირებას, თან პარალელურად
აჩვენებს სლაიდ შოუს, სადაც ბულინგის ტიპებზე და ფორმებზეა საუბარი.
შემდეგ უხსნის
მათ, რომ ძალადობის შემცველი ყველა
ქცევა არ არის ბულინგი და სლაიდზე
აჩვენებს, თუ რა ნიშნებით უნდა განასხვავონ ბულინგი ე.წ. ბავშვური სიცელქისაგან.
აქტივობაIV.
მასწავლებელი
მოსწავლეებს უკითხავს სიტუაციას და სთხოვს, დააფიქსირონ ფერადი რგოლების
საშუალებით საქმე გვაქვს თუ არა ბულინგთან, მოიყვანონ არგუმენტები თავიანთი
პოზიციის განსამტკიცებლად. (ბულინგის შუქნიშანი)(8წთ)
აქტივობაV.
მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებში ურიგებს
ფერად ფურცლებზე დაწერილ სიტუაციებს და სთხოვს განასხვავონ ბავშვური სიცელქე ბულინგისაგან, შემდეგ
ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებულ ცხრილში მიაწებონ სათანადო ადგილას.(9წთ)
აქტივობაVI.
მასწავლებელი მოსწავლეებს დილემურ სიტუაციას
უკითხავს და სთხოვს მათ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არგუმენტირებულად, უნდა
გამოავლინონ თუ არა ბულინგის შემთხვევა. პასუხების მოსმენის
შემდეგ ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებულ ანტიბულინგური ქცევის მახასიათებლებს
აჩვენებს. (8წთ)
აქტივობაVII.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს
შეკითხვით „ჰქონია თუ არა თქვენს კლასში
ადგილი ბულინგს, ყოფილხართ თუ არა ბულინგის მსხვერპლი, შემსწრე და როგორი გადაწყვეტილება მიგიღიათ?“
შემდეგ
იმართება დისკუსია თემაზე „ჩაშვება- არის თუ არა საკუთარი და სხვისი უფლებებისათვის
ბრძოლა?“(5წთ)
აქტოვობა VIII.
შეფასება (3წთ)
|
შეფასება |
დაკვირვება მოსწავლეთა ჩართულობაზე და დისკუსიის დროს არგუმენტირებულ
მსჯელობაზე. |
საგანმანათლებლო რესურსები |
დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი,
მარკერი, თაბახის ფურცლები,
კალამი, ფერადი ფურცლები. კომპიუტერი და პროექტორი. |
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული
კრიტერიუმის გასწვრივ
ენიჭება
შესაბამისი
ქულა, ჯამდება ყველა კრიტერიუმში
მიღებული ქულები
და იყოფა
ექვსზე (გამოითვლება
მათი
საშუალო არითმეტიკული).
III დონე
(8-10 ქულა)
|
II დონე (5-7
ქულა)
|
I დონე (1-4
ქულა)
|
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და
თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
იშვიათად
უსმენს და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და
უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად
მეტყველება გასაგებია და
უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად
აღიქვას და გამოიყენოს
არავერბალური
კომუნიკაციის
ფორმები (თვალით,
|
ხშირად შეუძლია
დაამყაროს არავერბალური
კონტაქტი
|
იშვიათად
იყენებს არავერბალურ
კომუნიკაციის
ფორმებს
|
ჟესტებით,
გამომეტყველებით,
ხმით)
|
|||
მონაწილეობა
|
უჩვენებს
ინტერესს დისკუსიის
თემისადმი
საჭირო კომენტარებითა და
აზრების გამოთქმით
|
ძირითადად
გამოხატავს ინტერესს.
კომენტარები
და აზრები ყოველთვის
არაა თემის შესატყვისი
|
მცირე ინტერესი აქვს.
არ გამოხატავს ან ვერ
უკავშირებს თავის
მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან,
აცლის სხვებს
აზრის გამოთქმას და
იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად
თანამშრომლობს
თანაკლასელებთან,
ზოგჯერ ერთვება
სხვის საუბარში,
ძირითადად იცავს დისკუსიის
წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და
იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და
გამყარებულია ფაქტებით,
ცნებებით. არის
ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო
ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია
ლოგიკურ კავშირს
საკითხთან და არ არის
გამყარებული ფაქტებით
|
რეფლექსია
ბ.კაპანაძის სახელობის
სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში 2019 წლის 18-25 ოქტომბერს და 1 ნოემბერს ჩატარდა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,სკოლაში
ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ შეხვედრის ორგანიზატორი
ია გიგუაშვილი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, შეხვედრის მასალები უშუალოდ კავშირში იყო ჩემს
საგანთან .
პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბულინგის სახეობები,ბულინგის
მსხვერპლი და მათი მახასიათებლები, ვიმსჯელეთ
თუ როგორ შევძლოთ კომპრომისის მიღწევა,
მეორე შეხვედრაზე: მოძალადის და მსხვერპლის ძირითად მახასიათებლებზე, ბულინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები განვიხილეთ,ასევე სასკოლო ბულინგის თავიდან აცილების სტრატეგიები
მესამე შეხვედრა : გავეცანით ძალადობის ტიპებს,მიზეზებს და ჩასატარებელი
გაკვეთილის გეგმის ნიმუშებს.გავაკეთეთ პრეზენტაცია.
ამ შეხვედრაზე პირადად
ჩემთვის სიახლე არაფერი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანი იყო მოცემული თემის თავისებურებები.კიდევ
მომეცა საშუალება, ჩავღრმავებოდი თემას,რათა მომავალში დაზღვეული ვიყო შეცდომისგან.
შეხვედრის შემდეგ
დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი მეათე კლასში.შევეცადე დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა
ის მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.მიმაჩნია შეხვედრაზე
მიღებული ცოდნა გამომადგა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ჩემთვის შეხვედრა,როგორც
პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი
და ეფექტიანი იყო რადგან კოლეგების გამოცდილების გაზიარებამ ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ
განვითარებას.მოხდა დასახული მიზნების მიღწევა,შევქმენით შესაბამისი პროდუქტი,რომელიც
ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისთვის. .
Комментариев нет:
Отправить комментарий