პროექტის სათაური: |
,,წიგნი და კომპიუტერი“
|
|||||
პროექტის/ინიციატივის დაწყების თარიღი |
18.09.2019წ
|
დასრულების თარიღი |
8.11.2019წ
|
|||
რიცხვი/თვე/წელი |
რიცხვი/თვე/წელი |
|||||
პროექტის განხორციელების ადგილი:
|
სოფელი ძლევიჯვარი
|
|||||
სკოლა
განმახორციელებელი კლასი/კლუბი
|
ბ. კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო
სკოლა
|
|||||
IX-კლასი
|
||||||
საკონტაქტო ინფორმაცია
|
599292232
|
merigagua@gmail.com
|
||||
მობილური
|
ელ.ფოსტა
|
|||||
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
|
მერი გაგუა
|
|||||
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი |
მასწავლებელი
|
|||||
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეების
წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით და წიგნის
კითხვის კულტურის გაზრდა, გააცნობიერონ,
რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა წიგნიერებაზე როგორ იმოქმედა ,რამდენად მდიდარია სოფლის,
სკოლის ბიბლიოთეკები საინტერესო და თანამედროვე მწერლების წიგნებით.მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ
თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა და მოიფიქრონ სხვადასხვა აქტივობები,რაც მათ წიგნიერებას
შეუწყობს ხელს.
ასევე ცნობიერებიერება
უნდა აიმაღლონ
კომპიუტერის
მნიშვნელობასა და მის სასიკეთოდ გამოყენებაზე.
|
|||||
მისაღწევი შედეგები,ინდიკატორები
|
მოქ,IX.1. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები,მისწრაფებები და შესაძლებლობები.
ცოდნის ამაღლება ტექნოლოგიების გამოწვევის შესახებ,პასუხისმგებლობის
გრძნობა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ,იზრუნონ მასზე და სხვებსაც მოუწოდონ .
განუვითარდეთ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები,კონსტრუქციული
თანამშრომლობა,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
რამდენად იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს წიგნიერების
დონის ასამაღლებლად.
|
|||||
პროექტის/ინიციატივის
აღწერა
რა აქტივობები ჩატარდება პროექტის მიზნის მისაღწევად
|
პირველი
კვირა: დაიყოფიან
ჯგუფებად.
აქტივობა
პირველი:
პირველი ჯგუფი მოამზადებს ზოგადი
შეკითხვების ნიმუშებს,კვლევისთვის თემში.
კითხვარები
იქნება შემდეგნაირი:
საყვარელი მწერლები
თუ ჰყავთ, რა ჟანრის წიგნებს
კითხულობენ ,რამდენად
მდიდარია მათი ბიბლიოთეკა, თუ აკითხავენ სოფლის ბიბლიოთეკას თუ ეხმარებიან შვილებს,
თუ არიან დაინტერესებულები მათი წიგნიერებით, უშლიან
თუ არა პატარებს კომპიუტერთან დიდხანს ,,ჯდომას’ ,,უაზრო“ თამაშებს და საერთოდ როგორ
ფიქრობენ წიგნიერების დონე როგორია თემში და რამდენად ეფექტიანად იყენებენ ამასთანავე
კომპიუტერს.
როგორ ფიქრობენ ამ პრობლემების
მოგვარების გზებზე.
შეუძლიათ მოამზადონ მეტი საკითხები.
მეორე
კვირა:
აქტივობა
მეორე: მეორე
ჯგუფი აკეთებს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვას როგორც მაღალ ისე დაბალ კლასებში
,უნდა გაიგონ როგორია მოსწავლეების წიგნიერების დონე.
გაარკვიონ ყველაზე მოთხოვნადი წიგნების
სია და მიმართვიანობა სკოლის ბიბლიოთეკაში.
მესამე
კვირა:
აქტივობა მესამე: შეხვედრების მოწყობა უმცროსკლასელებთან და კითხვის საათების მოწყობა გამოავლენენ საუკეთესო
მკითხველებს.
სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების მოძიება მოწესრიგება
და პატარებისთვის გადაცემა საკითხავად. რჩევის
მიცემა თუ რომელი წიგნი წაიკითხონ ამ ეტაპზე
აქტივობა
მეოთხე
მეოთხე
- კვირა:
სკოლაში ჩამოაყალიბებენ მკითხველთა კლუბს, სადაც
პერიოდულად მოაწყობენ წაკითხული წიგნების განხილვას და დისკუსიებს.
გააკეთებენ პლაკატებს ,რომელზეც
ცნობილი მწერლების შეხედულებები იქნება დატანილი.
მოაწყობენ მხატვრული კითხვის კონკურსს
,,წიგნი ჩემი მეგობარია“ მოიწვევენ სკოლის
დირექციას და მასწავლებლებს .
აქტივობა
მეხუთე: პრეზენტაცია ,შეფასება,
|
|||||
საჭიროება
აღწერეთ რა რესურსები გჭირდებათ პროექტის განსახორციელებლად
|
საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერი,
სხვადასხვა მხატვრული წიგნები.
|
რეფლექსია
სსიპ ბესიკ კაპანაძის
სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
მეცხრე კლასი
პროექტის ხელმძღვანელი:
მერი გაგუა
პროექტის სათაური:,,წიგნი და კომპიუტერი“
პროექტის მიზანი
იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება,წიგნის
კითხვის კულტურის გაზრდა,გაცნობიერება თანამედროვე ტექნოლოგიებმა თუ როგორ იმოქმედა
წიგნიერებაზე. რამდენად მდიდარია სოფლის და სკოლის ბიბლიოთეკები და რამდენად აკითხავენ
მას მოსწავლეები და სოფლის საზოგადოება.
ასევე ცნობიერების
ამაღლება კომპიუტერის მნიშვნელობაზე და მის სასიკეთოდ გამოყენებაზე.
შევქმენით სამი ჯგუფი
მოსწავლეებმა მოამზადეს ზოგადი შეკითხვების ნიმუში კვლევისათვის თემში და
სკოლის მოსწავლეებისათვის.
კითხვები იყო გამართული
და შესაფერისი ყველა თაობისთვის.
გაესაუბრნენ დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს,მეტად საინტერესო იყო პატარებთან საუბარი, აღმოჩნდა რომ უყვართ
წიგნები,მაგრამ აქვთ პრობლემები რადგან სკოლაში არ არის საკმარისი და მათთვის საჭირო
წიგნები, ხოლო სოფლის ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებს.
კომპიუტერით სარგებლობენ
ნორმის ფარგლებში.
მოსწავლეები შეხვდნენ
სკოლის ბიბლიოთეკარს, დაუსვეს კითხვები :რამდენად არის მიმართვიანობა ბავშვების ,არის
თუ არა მათთვის საჭირო ლიტერატურა და ა. შ.
ბიბლიოთეკარმა ამომწურავად
უპასუხა: არ შემოდის კლასგარეშე ლიტერატურა, ხოლო სკოლა ფინანსების სიმცირის გამო ვერ
იძენს
ამის შემდეგ მიმართეს
დირექციას.
დაუსვეს სკოლის დირექტორს კითხვები: ბიბლიოთეკაში
კლასგარეშე ლიტერატურის სიმცირის გამო და თუ არის ისიც მოძველებულია და თუ როდის შეძლებენ ამის აღმოფხვრას,სკოლის დირექტორისგან
მიიღეს დაპირება ,რომ ეს პრობლემა თანდათან აღმოიფხვრება.
შემდეგი შეხვედრა
იყო თემთან .
თემთან შეხვედრამ
საინტერესოდ ჩაიარა აღმოჩნდა რომ ადრე უფრო იყვნენ დაკავებული კითხვით,დროც მეტი ქონდათ
და წიგნებიც, დღეისდღეობით სოფელში არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა,გაიხსენეს მათთვის
საყვარელი წიგნები და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს.ხოლო კომპიუტერით სარგებლობაზე
გამოთქვეს აზრი ,რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა,მიუხედავად სოფელში სუსტი ინტერნეტ-მომსახურეობისა,მაინც
არიან შვილები და შვილიშვილები დაკავებულები კომპიუტერით ,მაგრამ ჩვენგან კონტროლი
აქვთ და ექნებათ.მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები.
მეორე, მესამე და
მეოთხე კლასელებთან მოაწყვეს კითხვის საათი,რჩევა მისცეს პატარებს თუ რომელი წიგნები
წაიკითხონ ამ ეტაპზე.
ჩამოაყალიბეს მკითხველთა
კლუბი და გააცვნეს ბავშვებს,რომ გაგრძელდება ამ სასწავლო წელს ეს პროექტი და ეტაპობრივად
შეხვდებიან მათ.შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ძალიან კარგი იყო გულისყურით
ისმენდნენ პატარები ,,დიდების „ რჩევებს
პროექტის დასასრულს
მოაწყვეს მხატვრული კითხვის კონკურსი,,წიგნი ჩემი მეგობარია“, სადაც მოწვეულ იქნა სკოლის
დირექცია. გამოავლინეს გამარჯვებული მოსწავლე.
ბოლოს განხორციელდა
პროექტის შეფასება და პრეზენტაცია.მიზანს მივაღწიეთ.
პროექტის ფოტომასალა
განთავსებულია საკუთარ ბლოგზე:
merigagua1blogspot.com -ზე
სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი:
/მერი გაგუა/
Комментариев нет:
Отправить комментарий