პროექტის/ინიციატივის სათაური: |
,,არა ძალადობას”
|
|||||
პროექტის/ინიციატივის დაწყების თარიღი |
1.10.2018
|
ინიციატივის დასრულების თარიღი |
3.12.2018
|
|||
რიცხვი/თვე/წელი |
რიცხვი/თვე/წელი |
|||||
პროექტის/ინიციატივის განხორციელების ადგილი:
|
სოფელი ძლევიჯვარი
|
|||||
სკოლა
განმახორციელებელი კლასი
|
ძლევიჯვარის
საჯარო სკოლა
|
|||||
IX - კლასი
|
||||||
საკონტაქტო ინფორმაცია
|
599292232
|
merigagua@gmail.com
|
||||
მობილური
|
ელ.ფოსტა
|
|||||
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
|
მერი გაგუა
|
|||||
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი |
მასწავლებელი
|
|||||
პროექტის/ინიციატივის
მიზანი
|
მოსწავლეებმა
უნდა გააცნობიერონ თუ რა მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ძალადობას,გაეცნონ
ძალადობის სახეებს და ისწავლონ მასთან გამკლავების გზების მოძებნა,გააცნობიერონ რომ
არ უნდა ყალიბდებოდეს განდგომილნი,გულჩათხრობილი და ჯანმრთელობაშელახული
ახალგაზრდები
|
|||||
პროექტის/ინიციატივის აღწერა
(რა აქტივობები ჩატარდება პროექტის/ინიციატივების მიზნის მისაღწევად, მიუთითეთ
ჩატარების თარიღი)
|
პირველი-
მეორე კვირა: ზოგადი შეკითხვები რამდენი კომპონენტი ვიცით ძალადობის?
ასევე სახეები,ზოგადი მიმოხილვა ოჯახური ძალადობის, სექსუალური, ბავშვზე ძალადობა
და ბულინგი.
წყვილებში იმუშავებენ ძალადობის
ფორმებზე:ფიზიკურზე ,ფსიქოლოგიურზე,ეკონომიკურზე და
სექსუალურზე
მესამე-მეოთხე
კვირა:გამოყოფენ ოჯახში ძალადობის გამომწვევ ფაქტორებს კულტურულ,ეკონომიკურ,სამართლებრივ
და პოლიტიკურს.იმსჯელებენ ოჯახში ძალადობის დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე
გააკეთებენ დასკვნას თუ რა უნდა
გაკეთდეს იმისათვის,რომ აღიკვეცოს ოჯახში ძალადობა, როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი
ცნობიერება. გასვლას მოაწყობენ თემში და გაესაუბრებიან თემის მოსახლეობას. შემდეგ
მოიწვევენ მოსწავლეებს და მასწავლებლებს და გამართავენ დისკუსიას.
მეხუთე-
მეექვსე კვირა: განიხილავენ
ძალადობის ერთ-ერთ ფორმას-ძალადობა
ბავშვებზე იმსჯელებენ მის ფორმებზე,სკოლის როლზე, განსაკუთრებით ცნობილია ფსიქოლოგიური
ძალადობა ბავშვებზე, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობებზე განიხილავენ რევაზ
ინანიშვილის პიესას ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ მოაწყობენ პრეზენტაციას
მეშვიდე-მერვე
კვირა:იმსჯელებენ თუ რა არის ბულინგი და მის იდენტიფიკაციაზე ბულინგის მახასიათებელზე,თუ
ვის აზიანებს ბულინგი .გააკეთებენ სქემას- ქცევის ფორმები, რომელიც დამახასიათებელია
ბულინგისთვის ჩამოწერენ თუ ვინ ხდება მსხვერპლი,ვინ არის ბულინგის გამტარებელი,მსხვერპლი,შემსწრე.დაყოფენ
ტიპებად.გააკეთებენ დასკვნებს ,ერთმანეთს გააცნობენ მოძიებულ მასალებს, შეაჯამებენ,
გააკეთებენ ნახატებს , მოწვეულ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან დადგამენ სცენარს
,,კარგი ვაშლები“დასკვნას გააკეთებინებენ მოწვეულ სტუმრებს.
|
|||||
საჭიროება
აღწერეთ რა რესურსები გჭირდებათ პროექტის/ინიციატივების
განსახორციელებლად
|
მარკერები,ფლიფჩარტები, ფოტოაპარატი,თაბახის ფურცელი,დამხმარე
სახელმძღვანელო
|
|||||
,,ა რ ა ძ ა
ლა დ ო ბ ა ს“ რეფლექსია
ძალადობა -ძალის
აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის
მისაღწევად,რაზედაც ისინი თავის
ნებით არ თანხმდებიან . სინონიმებია: აგრესია, სასტიკი
მოპყრობა, შეურაცყოფა,იძულება,ხელყოფა,წამება,მუქარა.
ძალადობის შემთხვევაში არსებობს სამი კომპონენტი: მსხვერპლი,
მოძალადე, ქმედება.
არსებობს ძალადობის რამდენიმე სახე:
-ოჯახში ძალადობა;
-სექსუალური ძალადობა;
-ბავშვზე ძალადობა;
-ბულინგი.
ოჯახში ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს გამოყოფენ;
ფიზიკური ძალადობა;
ფსიქოლოგიური ძალადობა;
ეკონომიკური ძალადობა
სექსუალური ძალადობა
ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას
ახდენს საზოგადოებაზე.
არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმები.
მოსწავლეებმა მიმოვიხილეთ ძალადობის ფორმები და სახეები ვიმსჯელეთ თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია
ძალადობას საზოგადოებისთვის. გაავაანალიზეთ მშობლების , ბავშვების და მასწავლებლების
როლი ბულინგის წინააღმდეგ
ძალადობის გამომწვევ ფაქტორებზე ვისაუბრეთ და ძალადობის
დაცვის სამართლებრივ მექანიზმზე.
განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ძალადობის ერთ-ერთ
ფორმაზე ძალადობა ბავშვზე და სკოლის როლზე რადგანაც განსაკუთრებით ცნობილია ფსიქოლოგიური
ძალადობა ბავშვზე,მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობებზე.
პრეზენტაციაზე განვიხილეთ, რევაზ ინანიშვილის პიესა
,, ჩიტების გამომზამთრებელი“
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო დისკუსია გაიმართა
მასწავლებლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
საკმაოდ დამაჯერებელი მსჯელობა გაიმართა ბულინგზე გავაკეთეთ სქემები,
ქცევის ფორმებზე ჟესტიკულაციებით, მოვიხატეთ
ხელები ,,არა ბულინგს“
ბავშვებმა ჩამოწერეს
ქცევის ფორმები რომელიც დამახასიათებელია ბულინგისთვის: მეტსახელების შერქმევა, დაცინვა,მუქარა,შანტაჟი,ხელისკვრა,ფიზიკური
შეურაცყოფა,ჯგუფიდან გარიყვა, დამამცირებელი წარწერები,ნივთების წართმევა, დაზიანება,
იგნონირება,ცემა, გამოძალვა, ცილისწამება, ჭორების გავრცელება.
საკმაოდ საინტერესო იყო თემთან შეხვედრა ყველა გმობს
ძალადობას.
ჩამოვწერეთ ვინ ხდება ბულინგის მსხვერპლი ვინ არის ბულინგის
გამტარებელი, მსხვერპლი, შემსწრე(დამცველი,მომხრე,დამკვირვებელი).ძირითადად ბულინგის დაყოფა ხდება ხუთ ტიპად:
1.
ფიზიკური, 2. ფარული, 3.ვერბალური,4.კიბერ-ბულინგი
5. სხეულის ენით ბულინგი გავაკეთეთ ნახატები .დავდგით სცენარები.
მოწვეულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვანახეთ სცენარი ,,კარგი ვაშლები“ დასკვნა გავაკეთებინეთ
მოწვეულ ბავშვებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий