პროექტის სათაური: |
,, ნუ გახდები
მონა -XXI - საუკუნეში”
|
|||||
პროექტის დაწყების თარიღი |
30.10.2019წ
|
დასრულების თარიღი |
26.11.2019 წ
|
|||
რიცხვი/თვე/წელი |
რიცხვი/თვე/წელი |
|||||
პროექტის განხორციელების ადგილი:
|
სოფელი ძლევიჯვარი
|
|||||
სკოლა
განმახორციელებელი კლასი/კლუბი
|
ბ. კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო
სკოლა
|
|||||
X-კლასი
|
||||||
საკონტაქტო ინფორმაცია
|
599292232
|
merigagua@gmail.com
|
||||
მობილური
|
ელ.ფოსტა
|
|||||
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
|
მერი გაგუა
|
|||||
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი |
მასწავლებელი
|
|||||
პრობლემის აღწერა და აქტუალობის დასაბუთება
|
საზღვარგარეთ სწავლის,მუშაობის,დამკვიდრების რეალური
შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა,ახალგაზრდები ნაკლებადაა ინფორმირებული,სირთულეებისა
და საფრთხეების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ მუშაობის ნებართვის
აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან.ამტკიცებენ,რომ
საზღვარგარეთ ფულის შოვნა იოლია,რეალობა კი სხვაგვარია.
|
|||||
პროექტის
მიზანი და ამოცანები
|
სკოლის მოსწავლეების მათი მშობლების და სოფლის მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლება ადამიანით ვაჭრობის საფრთხეზე,გაიაზრებენ მიგრაციასთან დაკავშირებულ რეალობას
და პრევენციის ხელმისაწვდომ მექანიზმს.მაღალი კლასის მოსწავლეებთან და სოფლის ახალგაზრდობასთან
ადვოკატირების კამპანიის მოწყობა, რათა მათ გამოუმუშავდეთ ცხოვრებაში სირთულეების
გადაჭრის გზის დასახვის უნარ-ჩვევები,სწორად
გაიაზრონ პრობლემები,მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია და შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება.
|
|||||
სტანდარტი
მისაღწევი შედეგები ინდიკატორები
|
მოქX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს
ადამიანური ღირსების არსი
ადამიანით ვაჭრობის პრობლემის არსში გარკვევა,უკანონო
მიგრაციის საფრთხეების ამოცნობა,კანონიერი და უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების
გააზრება,მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებული ცოდნის გააქტიურება,მიზეზების
დადგენა,რომლის გამო,ახალგაზრდა შეიძლება ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი გახდეს,პრობლემის
გააზრება და დასკვნის გამოტანის უნარის გაუმჯობესება.
უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების
გაცნობიერება.
|
|||||
პროექტის აღწერა
რა აქტივობები ჩატარდება პროექტის მიზნის მისაღწევად
|
აქტივობა
პირველი:
მთელი კლასი
უკანონო მიგრაციისა და ადამიანით
ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით ინფორმირების დონის გამოკვლევა
აქტივობა
მეორე:
ადამიანის ვაჭრობის პროცესის შესწავლა,ისტორიების
მოძიება და ანალიზი.
ტრეფიკინგის თემაზე პლაკატის,ნახატის,
ესეს მომზადება
აქტივობა
მესამე:
სასკოლო თემატური პოსტერების
შექმნა თემაზე :,,ნუ გახდები სათამაშო სხვის
ხელში“-
,,გახსოვდეთ,იცოდე კანონი და იქნები
დაცული“
მსხვერპლის პორტრეტის შექმნა მახასიათებლების მიხედვით(სქესი, ასაკი,
პროფესია სოც.მდგომარეობა)
მასწავლებელი
აკეთებს შუალედურ შეხვედრას და ადგენენ ერთობლივად კითხვარს
აქტივობა
მეოთხე:
გასვლა
თემში
გამოკითხვა
კანონიერი და უკანონო მიგრაციის შესაძლებლობების
საფრთხეების შესახებ
კითხვები:
1.
რა მიზნით მიდიან საზღვარგარეთ მოქალაქეები?
2.
რა ტიპის რისკი შეიძლება ახლდეს საზღვარგარეთ გამგზავრებას?
3.
რა საფრთხე ახლავს უკანონო მიგრაციას?
4.
რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე? შეუძლიათ
მოამზადონ მეტი კითხვები.
ტრეფიკინგის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობაში ბროშურების, სამახსოვრო ბარათების დარიგება
აქტივობა
მეხუთე:
ფილმის ჩვენება სკოლის მოსწავლეებთან
,რომელიც საქართველოში გადაბირების ყველაზე გავრცელებულ მეთოდს ეხება.
აქტივობა
მეექვსე:
,,როგორ
უნდა მოვიქცეთ? გავაკეთოთ დასკვნა (დისკუსია)
რეფლექსია, წარდგენა, შეფასება.
|
|||||
საჭიროება
|
საკანცელარიო ნივთები(ფლიპცარტი,მარკერები,სკოჩი,ჭიკარტი,საწერი
ფურცლები,ფერადი ფანქრები), კომპიუტერი, ფოტოაპარატი, დისკზე ჩაწერილი ფილმი,პროექტორი.
|
რეფლექსია
სსიპ ბესიკ კაპანაძის
სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
მეცხრე-მეათე კლასი
პროექტის ხელმძღვანელი:
მერი გაგუა
პროექტის სათაური:,,ნუ გახდები მონა XXI საუკუნეში“
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სკოლის მოსწავლეების
მათი მშობლების და სოფლის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგზე,გააზრება მიგრაციასთან
დაკავშირებულ რეალობის და პრევენციის ხელმისაწვდომ მექანიზმის,ცხოვრებაში სირთულეების
გადაჭრის გზის დასახვის უნარ- ჩვევების გაცნობიერება,პრობლემების გააზრება და სწორი
არჩევანის გაკეთება.
ცნობიერების ამაღლება
მოსწავლეებსა და თემში
პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი აქტივობები შესრულდა
.მოსწავლეებმა უკანონო მიგრაციის და ადამიანის ვაჭრობის
საკითხთან დაკავშირებით ინფორმირების დონე გამოიკვლიეს
.მოვიძიეთ ისტორიები ადამიანის ვაჭრობის შესახებ და გავაკეთეთ
ანალიზი
.ტრეფიკინგის თემაზე
შევქმენით პლაკატები,ნახატები და მოვამზადეთ ესე. ასევე შევქმენით პოსტერი თემაზე:,, ტრეფიკინგი მონობის თანამედროვე
ფორმა“
გვქონდა სუსტი მხარეც,მსხვერპლის პორტრეტის შექმნა მახასიათებლებით, (ასაკით და სქესით) ვერ მოვახერხეთ
..გავედით თემში და გამოვიკითხეთ თემის მოსახლეობა:
მოსწავლეებმა დაუსვეს
კითხვები თუ რა იციან კანონიერი და უკანონო მიგრაციის საფრთხეების შესახებ,
რა მიზნით მიდიან საზღვარგარეთ მოქალაქეები?
რა ტიპის რისკები
შეიძლება ახლდეს საზღვარგარეთ გამგზავრებას?
რა საფრთხე ახლავს
უკანონო მიგრაციას? და
რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე?
მიიღეს მოსწავლეებისთვის
საინტერესო პასუხები მაგალითებით გაჯერებული.
მოსწავლეებმა ბროშურები
და სამახსოვრო ბარათები დაურიგეს მოსახლეობას .
მოსწავლეები და თემის მოსახლეობაც კმაყოფილები დარჩნენ
და ურთიერთ მადლობა გადაუხადეს.
ვუყურეთ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ,,დევანჟი,“(რეჟისორი ანრი ფაშურიშვილი) სკოლის მაღალკლასელ
მოსწავლეებთან ერთად.
ამ ფილმის ჩვენებით
მივაღწიე მიზანს ,რომ მოსწავლეებს აქვთ მეტი
ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ.
პროექტის ბოლოს დავსვით
კითხვა:,,როგორ უნდა მოვიქცეთ?“
ვიმსჯელეთ მოსალოდნელ
რისკებზე, შედეგებზე და მოსწავლეებმა გამოიტანეს
დასკვნები.
შემდეგ განხორციელდა
პროექტის შეფასება და პრეზენტაცია
პროექტის ფოტომასალა
განთავსებულია საკუთარ ბლოგზე:
merigagua1blogspot.com-ზე
სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი: / მერი გაგუა/