вторник, 26 ноября 2019 г.

პროექტი ,,ტრეფიკინგი"


პროექტის სათაური:
             ,,  ნუ გახდები მონა  -XXI -  საუკუნეში        

 პროექტის  დაწყების თარიღი
30.10.2019წ

დასრულების თარიღი
26.11.2019 წ

რიცხვი/თვე/წელი

რიცხვი/თვე/წელი
პროექტის განხორციელების ადგილი:
სოფელი ძლევიჯვარი
სკოლა

განმახორციელებელი კლასი/კლუბი
 ბ. კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
X-კლასი
საკონტაქტო ინფორმაცია
599292232
merigagua@gmail.com
მობილური
ელ.ფოსტა
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
მერი გაგუა
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი
მასწავლებელი
პრობლემის აღწერა და აქტუალობის დასაბუთება
საზღვარგარეთ სწავლის,მუშაობის,დამკვიდრების რეალური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა,ახალგაზრდები ნაკლებადაა ინფორმირებული,სირთულეებისა და საფრთხეების შესახებ,რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ მუშაობის ნებართვის აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან.ამტკიცებენ,რომ საზღვარგარეთ ფულის შოვნა იოლია,რეალობა კი სხვაგვარია.
პროექტის მიზანი და ამოცანები



სკოლის მოსწავლეების მათი  მშობლების და სოფლის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის საფრთხეზე,გაიაზრებენ მიგრაციასთან დაკავშირებულ რეალობას და პრევენციის ხელმისაწვდომ მექანიზმს.მაღალი კლასის მოსწავლეებთან და სოფლის ახალგაზრდობასთან ადვოკატირების კამპანიის მოწყობა, რათა მათ გამოუმუშავდეთ ცხოვრებაში სირთულეების გადაჭრის გზის  დასახვის უნარ-ჩვევები,სწორად გაიაზრონ პრობლემები,მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია და შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება.
სტანდარტი

მისაღწევი შედეგები ინდიკატორები





მოქX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი

ადამიანით ვაჭრობის პრობლემის არსში გარკვევა,უკანონო მიგრაციის საფრთხეების ამოცნობა,კანონიერი და უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების გააზრება,მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებული ცოდნის გააქტიურება,მიზეზების დადგენა,რომლის გამო,ახალგაზრდა შეიძლება ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი გახდეს,პრობლემის გააზრება და დასკვნის გამოტანის უნარის გაუმჯობესება.
უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობებისა და საშუალებების გაცნობიერება.
პროექტის აღწერა
რა აქტივობები ჩატარდება  პროექტის მიზნის მისაღწევად
აქტივობა პირველი:

მთელი კლასი
უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით ინფორმირების დონის გამოკვლევა
აქტივობა მეორე:
ადამიანის ვაჭრობის პროცესის შესწავლა,ისტორიების მოძიება და ანალიზი.
ტრეფიკინგის თემაზე პლაკატის,ნახატის, ესეს მომზადება
აქტივობა მესამე:
სასკოლო თემატური   პოსტერების  შექმნა თემაზე :,,ნუ გახდები სათამაშო სხვის ხელში“-
,,გახსოვდეთ,იცოდე კანონი და იქნები დაცული“
მსხვერპლის პორტრეტის  შექმნა მახასიათებლების მიხედვით(სქესი, ასაკი, პროფესია სოც.მდგომარეობა)
მასწავლებელი  აკეთებს შუალედურ შეხვედრას და ადგენენ  ერთობლივად       კითხვარს
აქტივობა მეოთხე:
გასვლა თემში
გამოკითხვა
კანონიერი და უკანონო მიგრაციის შესაძლებლობების საფრთხეების შესახებ
კითხვები:
1.       რა მიზნით მიდიან საზღვარგარეთ მოქალაქეები?
2.       რა ტიპის რისკი შეიძლება ახლდეს საზღვარგარეთ გამგზავრებას?
3.       რა საფრთხე ახლავს უკანონო მიგრაციას?
4.       რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე? შეუძლიათ მოამზადონ მეტი კითხვები.

ტრეფიკინგის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობაში  ბროშურების, სამახსოვრო ბარათების დარიგება

აქტივობა მეხუთე:

ფილმის ჩვენება სკოლის მოსწავლეებთან ,რომელიც საქართველოში გადაბირების ყველაზე გავრცელებულ მეთოდს ეხება.

აქტივობა მეექვსე:
,,როგორ უნდა მოვიქცეთ? გავაკეთოთ დასკვნა (დისკუსია)

რეფლექსია, წარდგენა, შეფასება.

საჭიროება
საკანცელარიო ნივთები(ფლიპცარტი,მარკერები,სკოჩი,ჭიკარტი,საწერი ფურცლები,ფერადი ფანქრები), კომპიუტერი, ფოტოაპარატი, დისკზე ჩაწერილი ფილმი,პროექტორი.































                                                   რეფლექსია
სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა                                 
მეცხრე-მეათე კლასი
პროექტის ხელმძღვანელი: მერი გაგუა
პროექტის სათაური:,,ნუ გახდები მონა XXI საუკუნეში“
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სკოლის მოსწავლეების მათი მშობლების და სოფლის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგზე,გააზრება მიგრაციასთან დაკავშირებულ რეალობის და პრევენციის ხელმისაწვდომ მექანიზმის,ცხოვრებაში სირთულეების გადაჭრის გზის დასახვის უნარ- ჩვევების გაცნობიერება,პრობლემების გააზრება და სწორი არჩევანის გაკეთება.
ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შესრულდა
.მოსწავლეებმა უკანონო მიგრაციის და ადამიანის ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით ინფორმირების დონე გამოიკვლიეს
.მოვიძიეთ ისტორიები ადამიანის ვაჭრობის შესახებ და გავაკეთეთ ანალიზი
.ტრეფიკინგის თემაზე შევქმენით პლაკატები,ნახატები და მოვამზადეთ ესე. ასევე შევქმენით  პოსტერი თემაზე:,, ტრეფიკინგი მონობის თანამედროვე ფორმა“
 გვქონდა სუსტი მხარეც,მსხვერპლის პორტრეტის  შექმნა მახასიათებლებით,  (ასაკით და სქესით) ვერ მოვახერხეთ
..გავედით თემში და გამოვიკითხეთ თემის მოსახლეობა:
მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები თუ რა იციან კანონიერი და უკანონო მიგრაციის საფრთხეების შესახებ,
 რა მიზნით მიდიან საზღვარგარეთ მოქალაქეები?
რა ტიპის რისკები შეიძლება ახლდეს საზღვარგარეთ გამგზავრებას?
რა საფრთხე ახლავს უკანონო მიგრაციას?  და
 რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე?
მიიღეს მოსწავლეებისთვის საინტერესო პასუხები მაგალითებით გაჯერებული.
მოსწავლეებმა ბროშურები და სამახსოვრო ბარათები დაურიგეს მოსახლეობას .
 მოსწავლეები და თემის მოსახლეობაც კმაყოფილები დარჩნენ და ურთიერთ მადლობა გადაუხადეს.
ვუყურეთ  ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს  ,,დევანჟი,“(რეჟისორი ანრი ფაშურიშვილი) სკოლის მაღალკლასელ მოსწავლეებთან ერთად.
ამ ფილმის ჩვენებით მივაღწიე მიზანს ,რომ მოსწავლეებს  აქვთ მეტი ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ.
პროექტის ბოლოს დავსვით კითხვა:,,როგორ უნდა მოვიქცეთ?“
ვიმსჯელეთ მოსალოდნელ რისკებზე, შედეგებზე და მოსწავლეებმა  გამოიტანეს დასკვნები.
შემდეგ განხორციელდა პროექტის შეფასება და პრეზენტაცია
პროექტის ფოტომასალა განთავსებულია საკუთარ ბლოგზე:
merigagua1blogspot.com-ზე

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:                   /  მერი გაგუა/

პროექტი,, დეკლარაცია ჩვენი უფლებების დაცვის გარანტი"

პროექტის დასახელება
დეკლარაცია-ჩვენი უფლებების დაცვის გარანტი
პროექტის დაწყების და დასრულების თარიღი
9.11.2019წ
27.11 2019წ
განხორციელების ადგილი
სოფელი ძლევიჯვარი
სკოლა
ბ.კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო  სკოლა
კლასი
IX-კლასი
საკონტაქტო ინფორმაცია
მობილური:599292232.ელ.ფოსტაmerigagua@gmail.com
პროექტზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობა
მერი გაგუა

მასწავლებელი
პრობლემის აღწერა და მისი აქტუალობის დასაბუთება
მსოფლიოში ყოველწლიურად 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის დღე. როგორც  გამოკითხვებიდან  გამოვლინდა  ჩვენი  სკოლის მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებული  და არ აქვთ გაანალიზებული  ამ დღის მნიშვნელობა


პროექტის მიზანი
სკოლის მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლება
ე.ს.გ. მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები,მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
პროექტის ამოცანები
1.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის    
2.მოსწავლეების მიერ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება
განხორციელების გზები
1.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლების განხილვა საჯაროდ.
2.გაეროს მოდელირებული სხდომის გამართვა უფროსკლასელთა მონაწილეობით  (ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან  დაკავშირებით)

3.ფილმის ჩვენება, სადაც მოცემულია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები  
4.. დისკუსიის მოწყობა თემაზე:  „რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები   და როგორ აღმოვფხვრათ იგი?“
5.უმცროსი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა.
მოსწავლეები მუშაობენ მასწავლებლის მეთვალყურეობით.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები სრულყოფილად არიან ინფორმირებულნი გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის შესახებ, იციან მისი მუხლები  და კარგად აქვთ გააზრებული  რამდენად ღირებულია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის  ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის   დაცვა.
მოსწავლეები მსჯელობენ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე.

რეფლექსია ,წარდგენა და შეფასება
საჭირო რესურსები
საკანცელარიო ნივთები,კომპიუტერი,დისკზე ჩაწერილი ფილმი,პროექტორი.              

                                       














                                                 რეფლექსია
სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი: მერი გაგუა
პროექტის სათაური: ,,დეკლარაცია- ჩვენი უფლებების  დაცვის გარანტი“
როგორც ცნობილია მსოფლიოში ყოველწლიურად 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის დღე.
პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის და მოსწავლეების მიერ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება.
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
მოსწავლეებმა საჯაროდ განიხილეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლები.(მუხლი-30)
გამართეს გაეროს მოდელირებული სხდომა უფროსკლასელების დახმარებით.,,სხდომა“ მიმდინარეობდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მოსწავლეებმა მოცემულ დავალებას კარგად გაართვეს თავი.
სკოლის მოსწავლეებმა უყურეს ცნობილი ამერიკელი მწერლის,ჰარპერ ლის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს ,,ნუ მოკლავ ჯაფარას“ ,სადაც მოცემული იყო ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები,(რასიზმი,სოციალური უგუნურობა,ძალადობა)ფილმმა მოსწავლეებს გაუჩინა დიდი სურვილი რომ აუცილებლად წაიკითხონ  რომანი.
მოსწავლეებმა საინტერესოდ გამართეს დისკუსია თემაზე:,,რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები და როგორ აღმოვფხვრათ იგი“ დისკუსია დაიწყეს პიერ ანრი ტეტჟენის სიტყვებით:,,არავის შეუძლია განჭვრიტოს მომავალი და განაცხადოს,რომ დაცულია ტოტალიტარიზმის საშიშროებიაგან სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ წინსწრებით და შევქმნათ ერთიანი ცნობიერება, რომელიც გამაფრთხილებელ ზარს შემოკრავს“
მოსწავლეები შეხვდნენ უმცროსი კლასის მოსწავლეებსაც ,ჩაატარეს გამოკითხვა ,პატარების“ მოსწავლეებმა დამაკმაყოფილებლად უპასუხეს.
პროექტით დასახული ამოცანები შესრულდა.  შედეგს მივაღწიეთ.მოსწავლეები სრულყოფილად არიან ინფორმირებულები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ,იციან მისი მუხლები და აქვთ გააზრებული რამდენად ღირებულია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ამ დოკუმენტის დაცვა.
ბოლოს განხორციელდა პროექტის შეფასება.
პროექტის ამსახველი ფოტომასალა განთავსებულია საკუთარ ბლოგზე:
merigagua1blogspot.com



სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:                   / მერი გაგუა/

понедельник, 25 ноября 2019 г.

ღონისძიება,,რას ჰქვიან თავისუფლება"


 სსიპ ბ.კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო  სკოლის   საზოგადოებრივ  მეცნიერებათა  კათედრაზე  2019–2020  სასწავლო   წელს  დაიგეგმა  სასკოლო  ღონისძიება  ,,რას ჰქვიან თავისუფლება“


                                             ღონისძიების  სამოქმედო  გეგმა
თემა:  „რას ჰქვიან თავისუფლება“
საგანი: სამოქალაქო განათლება
კლასი:  X-კლასი
მასწავლებელი:  მ.გაგუა
                            
ღონისძიების მიზანი:
სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით მოსწავლეები შეძლებენ:
1.საქართველოს წარსულში თანმიმდევრულად თავისუფლების უფლების გადმოცემას,დროსა და სივრცეში ორიენტირებას.
2.განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.

                                                       I შეხვედრა

ორგანიზაციული საკითხები:
·         შეხვედრა  მოსწავლეებთან
·         სასკოლო  ღონისძიების  თემისა  და  იდეის  გაცნობა.


                                          II შეხვედრა

·          საჭირო  ლიტერატურის  მითითება
·         ლექსების ,ნაწარმოებების მოძიება, მიძღვნილი თავისუფლებაზე



                                       III  შეხვედრა

·         მოძიებული  ინფორმაციის  განხილვა, დახარისხება.
·          რჩევების მიცემა  ინდივიდუალურად, რათა   შეძლონ  მასალის  თანმიმდევრულად  და  გააზრებულად  გადმოცემა


                              IV შეხვედრა

·         თემის  ინდივიდუალურად  წარდგენა  და მითითებების   მიცემა
·         შეჯამება,  შეფასება.
·         ღონისძიების პრეზენტაცია.
                                    



                                                რეფლექსია

მოსწავლეებში აქტუალურია დღეისდღეობით თავისუფლების და თანასწორობის ცნება. წარმოიშვა იდეა სასკოლო  ღონისძიების  შესახებ . ვესაუბრე  X- კლასის მოსწავლეებს,რომ გაგვეკეთებინა სასკოლო ღონისძიება თემაზე,,რას ჰქვია თავისუფლება“  მათ   მონაწილეობის  დიდი  სურვილი  გამოთქვეს,  ჩემი დახმარებით  მოიძიეს შესაბამისი მასალები,  შევთანხმდით  შეხვედრის  დროზე,  ყოველი  კვირის  სამშაბათს   გაკვეთილების შემდეგ. შევადგინეთ  სამოქმედო  გეგმა,  მოსამზადებელი   დრო  განვსაზღვრე  1-ლი ოქტომბერიდან 7-ნოემბრის ჩათვლით.
  სასკოლო ღონისძიებაში  კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული,  ამ ღონისძიებამ  გამოამჟღავნა  მოსწავლეთა  შემოქმედებითობა, კრიტიკული  აზროვნება, ინფორმაციის მოძიების  და დახარისხების უნარი. გავაფორმეთ მუსიკალურად. გვქონდა სუსტი  მხარეც,ვერ მოვახერხე ღონისძიების გაფორმება   ილუსტრაციებით.
               მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენები.მთელ ღონისძიებას ამშვენებდა ვაჟა ფშაველას ლექსები, მისი შემოქმედება ხომ თავიდან ბოლომდე თავისუფლებაზეა,.მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს,რომ თავისუფალი ნება,ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და სურვილი,თავისუფლებისკენ ლტოლვა ძველი და ახალი თაობების   ერთ-ერთი ძირითადი ხაზია,მოიყვანეს მაგალითები.განსაკუთრებით მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს დათო ტურაშვილის ნაწარმოებს ,,ჯინსების თაობა“-1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა...თავისუფლების მაძიებელი ახალგაზრდების ტრაგიკული ამბები,ტოტალიტარიზმი,ჯინსები,ტრაგიკული დასასრული...
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს ჯემალ ქარჩხაძის  ,იგი“, გ. რობაქიძის ,,ადამიანის სული“ და სხვა.
ღონისძიებამ მოსწავლეების შემოქმედებითი უნარი კარგად წარმოაჩინა ასევე კრიტიკული და თანამშრომლობითი  აზროვნების უნარები პრეზენტაციის სახით   და  შესაბამის ეპოქას მიუძღვნეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:  საზოგადოებრივი  მეცნიერებათა კათედრის   წევრები:          თ.ჩაგელიშვილი,გ.ტიელიძე,ე.გიუნაშვილი,ი.გიგუაშვილი   და   დირექტორი გეგელაშვილი.  პედაგოგები:დ.გიუნაშვილი,ხ.ბერიძე,  ასევე მე-10 კლასის მოსწავლეთა მშობლები, მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისათვის და დააჯილდოეს სიგელებით.
სასკოლო  ღონისძიებამ  მოსწავლეებზე  დიდი  შთაბეჭდილება  მოახდინა, ანალოგიური სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას და  უყალიბებს მათ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რაც ასე საჭიროა აქტიური მოქალაქის აღზრდისათვის.
მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე ,რომ თავისუფლება ადამიანის ხვედრია,რადგან მხოლოდ ადამიანს გააჩნია სპეციფიკური უნარი-ნება.თავისუფლების მტერია ის ადამიანი,ვისაც არ უყვარს თავისი თავი.

ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ პირად ბლოგზე:


    სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:                                              /მერი გაგუა/