понедельник, 27 мая 2019 г.

პროექტი ,,ყველა განსხვავებულია,ყველა თანასწორია''


პროექტის/ინიციატივის  სათაური:
,,დისკრიმინაცია და ანასწორობა- ყველა განსხვავებულია ყველა ანასწორია“

 პროექტის/ინიციატივის   დაწყების თარიღი
24.01.2019 წელი

ინიციატივის დასრულების თარიღი
24.02.2019 წელი

რიცხვი/თვე/წელი

რიცხვი/თვე/წელი
პროექტის/ინიციატივის  განხორციელების ადგილი:
სოფელი ძლევიჯვარი
სკოლა

განმახორციელებელი კლასი
ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
მეცხრე კლასი
საკონტაქტო ინფორმაცია
599292232
merigagua@gmail.com
მობილური
ელ.ფოსტა
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
მერი გაგუა
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი
მასწავლებელი
პროექტის/ინიციატივის მიზანი
მოსწავლეს შეუძლია განმარტოს ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, განსაზღვროს ტერმინების შინაარსი, სტერეოტიპი,დისკრიმინაცია,სტიგმა,შეძლოს საღი მსჯელობა და აღქმა
განსაზღვროს რა არის დემოკრატია,არის თუ არა თანასწორობა კლასში, თემში, საქართველოში.მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
შეძლოს ტოლერანტობის ედარება სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სისტემას შორის  ურთიერთდამოკიდებულებების გააზრება.
იმსჯელონ საქართველოსი მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობაზე და განიხილონ  გენდერული სტერეოტიპი ,,ქალის ადგილი სახლშია, მისი მოვალეობაა დიასახლისობა“


პროექტის/ინიციატივის  აღწერა
(რა აქტივობები ჩატარდება  პროექტის/ინიციატივების მიზნის მისაღწევად, მიუთითეთ თარიღების თარიღი)
პირველი კვირა: 24- 31 იანვარი  შემუშავება ზოგადი შეკიხვების როგორ შეუძლიათ სტერეოტიპების დამსხრევა? დისკრიმინაციის თავიდან აცილება? რატომ შეიძლება მოხდეს ადამიანის სტიგმატიზაცია?
შემდეგ წყვილებში იმუშავებენ.  ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს. იმსჯელებენ გენდერულ სტერეოტიპზე ,,ქალის ადგილი სახლშია ,მისი მოვალეობა დიასახლისობაა“ გასვლა თემში და გამოკითხვის ჩატარება

მეორე კვირა:  1-7 თებერვალი მოსწავლეები გამოიყენებენ პროცედურებს სხვადასხვა ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის,  ბულინგის ვერსიის შესადარებლად შეაგროვებენ ინფორმაციას მოსწავლეების მრავალფეროვან ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე. განიხილავენ მოთხრობას ,,ჭუჭყიანი თეთრეული“  გაანალიზებენ  და შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას

მესამე   კვირა:8-16 თებერვალი დაიყოფიან მოსწავლეები ჯგუფებად დაურიგდებათ შეკითხვების ფურცელი მოსწავლეები განიხილავენ თუ რა ზეგავლენას ახდენს მათზე სტერეოტიპები და თუ რა დოზით არის ეს პრობლემები მათ თემში.მოსწავლეები ჩანახატებით და ტექნიკის გამოყენებით იდეებს  გააკეთებენ  სტერეოტიპების  დამსხვრევის შესახებ. ასევე გააკეთებენ მოკლე ჩანაწერებს მონიტორინგისთვის.
მეოთხე კვირა :17-23  თებერვალი   მას შემდეგ , რაც მოსწავლეები დისკრიმინაცის და თანასწორობის ვერსიას შექმნიან დაიყოფიან ჯგუფებად ნამუშევრების გაცნობისა და
უკუკავშირის გაზიარების მიზნით, შემდეგ მოსწავლეები დახვეწენ და დაასრულებენ ნამუშევრებს თანატოლების შენიშვნების საფუძველზე.
შევაჯამებთ პროექტს. 24 თებერვალი  მოსწავლეები  შეაჯამებენ ყველა განხილულ საკითხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას, პრეზენტაციაზე მოიწვევენ სკოლის დირექციას, საზოგადოებრივმეცნიერებათა კათედრის მასწავლებლებს.

საჭიროება
აღწერეთ რა რესურსები გჭირდებათ პროექტის/ინიციატივების განსახორციელებლად

·         ფორმატები
·         მარკერები
·         ფერადი ფურცლები
·          საბეჭდი ფურცლები

                                                      რეფლექსია

,,დისკრიმინაცია და თანასწორობა- ყველა განსხვავებული ყველა თანასწორი“
დისკრიმინაცია განსხვავებას ნიშნავს,იგი ადამიანთა განსხვავების საფუძველზე მათ შორის უსამართლო მოპყრობას,ძალადობას, დევნას,გადასახლებას, აკრძლავებს,ჩაგვრას გულისხმობს.
დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითადი ღირებულება არის ტოლერანტობ ატოლერანტობის გაგება განსხვავებულია.ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.
ტოლერანტობა არის განსხვავებათა ჰარმონია,ის არის მაღალი ზნეობრივი მოვალეობა,რომელიც ღირსებას უტოლდება.იგი ხელს უწყობს მშვიდობას და შესაძლებელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას.ასევე ტოლერანტობა ნიშნავს,მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც სხვები გვინდა,რომ მოგვექცენ ჩვენ.არატოლერანტული ქცევის,დისკრიმინაციის გამოვლინებებია: სხვისი შეურაცყოფა,დაცინვა,გარიყვა,ძ,ალადობა, დაშინება,მუქარა,რასიზმი,ფასიზმი ვანდალიზმი,განდევნა,რასობრივი დისკრიმინაცია,რეპრესიები,გენოციდი,რომ დავძლიოთ ყოველივე ეს,უნდა ვიცოდეთ გამომწვევი მიზეზები,დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი სტეროეტიპები.
პროექტზე მუშაობისას განვიხილეთ ერთ-ერთი სტერეოტიპი გენდერული .ასევე ყურადღება გავამახვილეთ ძალადობის ფორმებზე,ასევე ტოლერანტულ და არა ტოლერანტულ საკითხებზე,შევადგინეთ კითხვები და გავესაუბრეთ თემის წარმომადგენლებს.თემში გამოვკითხეთ ,როგორც მამაკაცები ასევე  ქალბატონები.მოქალაქე ვ.გამრეკელაშვილმა დამაჯერებლად გაგვიმარტა გენდერული თანასწორობა ასევე გ. შერაზადიშვილმა .კითხვები დავუსვით ა.ჩაგელიშვილს, მ. ნეფარიძეს ვ.ბეჟანიშვილს მივიღეთ  ამომწურავი პასუხები შემდეგ ჩვენი მოსაზრებაც გავაცანით.
ასევე შევიმუშავეთ კითხვარები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და გავესაუბრეთ ბავშვებს საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა დისკუსია მეოთხე კლასის მოსწავლეებთან, მოსწავლეებმა გურწრფელი პასუხები გასცეს კითხვებს,ჩვენ განარტებები და რჩევები მივეცით .ბოლოს კითხვები შეგვიბრუნეს  პატარებმა რომლის დისკუსია ხალისიანად წარიმართა, მადლობა მოვუხადეთ მათ დამრიგებელს  ეკა გიუნაშვილს.
პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ  დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ჩვენი მოძიებული მონაცემები გავაცანით ვიმსჯელეთ მოთხრობა ,,ჭუჭყიანი თეთრეული“-ზე. დასკვნა გააკეთეს მოწვეულმა მოსწავლეებმა.




















Комментариев нет:

Отправить комментарий