понедельник, 27 мая 2019 г.

სოციალური პროექტი,,ჩვენ თვითმმართველები"


პროექტის/ინიციატივის  სათაური:
            ჩვენ -თვითმართველები”

 პროექტის/ინიციატივის   დაწყების თარიღი
5 ნოემბერი 2019 წ

ინიციატივის დასრულების თარიღი
9 დეკემბერი 2019 წ

რიცხვი/თვე/წელი

რიცხვი/თვე/წელი
პროექტის/ინიციატივის  განხორციელების ადგილი:
სოფელი ძლევიჯვარი
სკოლა

განმახორციელებელი კლასი/კლუბი
 ბ. კაპანაძის სახელობის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
X   კლასი
საკონტაქტო ინფორმაცია
599292232
merigagua@gmail.com
მობილური
ელ.ფოსტა
პროექტზე პასუხისმგებელი პირი
მერი გაგუა
თანამდებობა
მოსწავლე/მასწავლებელი
მასწავლებელი
პროექტის/ინიციატივის მიზანი
მოსწავლეებმა  უნდა შეისწავლონ-საჯარო სკოლების თვითმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები.თუ რა განსხვავება და მსგავსებაა სკოლის თვითმართველობას და ადგილობრივ თვითმართველობას შორის.სკოლების დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია. თუ როგორ შეიძლება შეიქმნას შესაბამისი გარემო.მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ მათი ადგილი და შესაძლებლობები სკოლის  თვითმართველობაში მმართველობით რგოლებს შორის ფუნქციებისა და ძალაუფლების გონივრული გადანაწილება,ინფორმაციის საჯაროება,ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.


პროექტის/ინიციატივის  აღწერა
(რა აქტივობები ჩატარდება  პროექტის/ინიციატივების მიზნის მისაღწევად, მიუთითეთ ჩატარების თარიღი)
პირველი კვირა: 5-11 ნოემბერი  დაიყოფიან  ჯგუფებად.  აქტივობა პირველი:პირველი ჯგუფი მოამზადებს ზოგადი შეკითხვების ნიმუშებს:
 1.თუ როგორ ესმით ტერმინი ,,თვითმართველი“,
2.რას ნიშნავს ,,საჯარო სკოლის თვითმართველი
3 გაიხსენებენ თვითმართველობის სხვადასხვა რგოლის ფუნქციების ცხოვრებაში რეალიზებს შემთხვევებს საკუთარი სკოლის მაგალითზე
4.როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებს მხოლოდ უფლებები უნდა ქონდეთ,თუ ასევე პასუხისმგებლობაც? და როგორ არის ეს დარეგულირებული სამართლებრივი კუთხით
5. რამდენად იყენებენ მოსწავლეები სკოლის თვითმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობებს და თუ ნაკლებად რატომ.?
 შეუძლიათ მოამზადონ მეტი საკითხები.
მეორე კვირა:12-18 ნოემბერი
აქტივობა მეორე: მეორე ჯგუფი აკეთებს სკოლის სტრუქტურას სამეურვეო საბჭო,პედაგოგიური საბჭო,დირექცია,მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი,სააპელაციო კომიტეტი. გააკეთებენ სხვადასხვა  დიაგრამებს .
 1- დიაგრამა: საჯარო სკოლის თვითმართველობის სტრუქტურა
2- დიაგრამა: საბიუჯეტო საქმიანობის ეტაპები
3-დიაგრამა: მონაწილეობა სკოლის თვითმართველობაში

ასევე გააკეთებენ გრაფიკულ გამოსახულებებს
(საშუალოდ 4-5)

მესამე კვირა: 19-25 ნოემბერი
აქტივობა  მესამე:  მესამე ჯგუფი ადგენენ  საკანონმდებლო ტესტებს,  რომელიც  ემსახურება საჯარო სკოლაში თვითმართველობის ფუნქციების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნის განმტკიცებას
 შეიკრიბება კლასის წევრები და თავიანთ ნამუშევრების განხილვას და ანალიზს გააკეთებენ .შემდეგ მოიწვევენ სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს    და მოეწყობა დისკუსია.ასევე  წაიკითხავენ იგავ- არაკს ,,გაბზარული ქოთანი“
 დასვამენ კითხვებს  თუ რას ასწავლის ეს იგავ-არაკი.

მეოთხე - მეხუთე კვირა::26 ნოემბერი-9 დეკემბერი- მოხდება შეჯამება  თვითმართველობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესახებ,თუ რამდენად გააცნობიერეს საკუთარ სკოლაში თვითმართველობის ფარგლებში,თავიანთი ადგილი და შესაძლებლობები.
1.იცნობენ  თუ არა საკუთარი სკოლის შინაგანაწესს,
2.რამდენად იცნობენ საკუთარი სკოლის ბიუჯეტს,
3. რამდენად იცნობენ სასკოლო სასწავლო გეგმას
4.რამდენად იცნობენ სკოლის ფინანსებს და ქონების მართვის შესახებ ანგარიშს.
თუ არ მომხდარა მათი უფლებების რელიზება -უპასუხებენ კითხვებს რატომ?
გააკეთებენ პრეზენტაციას(მეორეჯერ)მოიწვევენ სკოლის დირექციას და დამატებით  საკითხებზე მიიღებენ პასუხებს.




საჭიროება
აღწერეთ რა რესურსები გჭირდებათ პროექტის/ინიციატივების განსახორციელებლად

საკანცელარიო ნივთები, ფოტოაპარატი

                      ჩვენ  ,,აქტიური  თვითმართველები’’- ის რეფლექსია
მოსწავლეთა თვითმმართველობა      არის კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმართველობებს.მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,გამჭირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
მოსწავლეთა თვითმართველობას ხელმძღვანელობს თვითმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
,,ჩვენ აქტიურმა თვითმმართველებმა  ‘’   ვაწარმოეთ გამოკითხვა სკოლის მოსწავლეების:
1.       თუ როგორ იციან სკოლის თვითმართველობის ფუნქციები
2.      შეიმუშავეს თუ არა რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ
3.      აირჩიეს თუ არა თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში
4.      რა მსგავსებაა და განსხვავებაა სკოლის თვითმართველობას და ადგილობრივ თვითმართველობას შორის
5.      რამდენად იცნობენ საკუთარი სკოლის ბიუჯეტს
6.      რამდენად იცნობენ სკოლის შინაგანაწესს და სასწავლო გეგმას
და სხვა საკითხები, რომელზეც მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები .
ასევე გამოკითხვა ჩავატარეთ სკოლის დირექციასთან . უშვალოდ დირექტორს  ია გეგელაშვილს დავუსვით კითხვები :
1. სკოლის თვითმართველობა რამდენადაა ჩართული სკოლის ბიუჯეტის შედგენა -განხილვაში,
 2.რამდენად არიან ჩახედული მოსწავლეები სკოლის საჭირბოროტო საკითხებში, 3.გაგვაცანით თქვენი ფუნქციები? 
მივიღეთ ამომწურავი პასუხები.
სკოლის სასწავლო ნაწილი- ია გიგუაშვილი  დავსვით შემდეგი კითხვები:
1.რამდენად იცნობენ მოსწავლეები სკოლის შინაგანაწესს? თუ არა- რატომ?
2.ეროვნული სასწავლო გეგმა რამდენად მორგებულია მოსწავლეებზე?
3. რამდენად მუშაობს სკოლაში დისციპლინური კომიტეტი?
გაგვცა ამომწურავი პასუხი.
სამეურვეო საბჭოს თავ-რე ;ნინო ჯავახიშვილი დავუსვით კითხვები
1.    რამდენად გამართულად მუშაობს სკოლის სამეურვეო საბჭო?
2.    რამდენად იცნობენ მოსწავლეები სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს?
3.    აკონტროლებთ თუ არა სკოლის ფინანსების ხარჯვას და ქონების განკარგვას?
4.    მიგიღიათ თუ არა საჩივრები  და ამ საჩივრებზე ზომები?
გაგვცა ამომწურავი პასუხები
გავაკეთეთ  პრეზენტაცია. მოვიწვიეთ  მოსწავლეები და მასწავლებლები  გავმართეთ დისკუსია ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და ბოლოს წავიკითხეთ იგავ არაკი ,,გაბზარული ქოთანი“ დავსვით კითხვები თუ რას გვასწავლის ეს იგავი-არაკი.მოსწავლეებმა ისაუბრეს დინჯად და დამაჯერებლად,გადმოგვცეს საკუთარი აზრი  დაგაგვამცნეს თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე
,,ჩვენ თვითმართველებმა“ აგრეთვე  გავაკეთეთ და თვალსაჩინო ადგილას გამოვაკარით სხვადასხვა დიაგრამები :საჯარო სკოლის თვითმართველობის სტრუქტურა,საბიუჯეტო საქმიანობის ეტაპები  და თვითმართველობის სტრუქტურის გრაფიკული გამოსახვა. ამით მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას საჯარო სკოლის მმართველობის  სტრუქტურული მოწყობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმატიული აქტების შესახებ.


















Комментариев нет:

Отправить комментарий